უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქე დააკავეს - Palitra News

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

2025-11-19 12:20:52+04:00

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.

დაკავებული პირი, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ეროვნულ დონეზე იძებნებოდა, კერძოდ: ქურდობის, სხეულის დაზიანების, თაღლითობისა და ციხიდან გაქცევისათვის.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა თურქეთის მოქალაქის გაძევების ღონისძიება „ვალეს“ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, სადაც დაკავებული გადაეცა თურქეთის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მის მიმართ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.