ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, საერთო ჯამში კი 9 ადამიანი პარლამენტთან შიმშილობას აგრძელებს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა - Palitra News

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, საერთო ჯამში კი 9 ადამიანი პარლამენტთან შიმშილობას აგრძელებს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

2025-11-19 12:15:21+04:00

უკვე 23-ე დღეა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, საერთო ჯამში კი 9 ადამიანი პარლამენტთან შიმშილობას აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ მოშიმშილებს დღეიდან საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, ისაკო დევიძეც შეუერთდა. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ამ დრომდე, ხელისუფლება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა, ხოლო ოპოზიციონერი ლიდერები მათ გვერდით არიან და ამხნევებენ. მოშიმშილეები დემონსტრანტები აღნიშნავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზურა მენთეშაშვილი ციხეში უკვე 19 დღეა შიმშილობს.