რუსებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს - Palitra News

რუსებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს

2025-11-19 09:23:05+04:00

რუსებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და შენობები და ავტომობილების დაზიანდა, არიან დაშავებულები. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მტერმა სლობიდსკის, ოსნოვიანსკის და ნემიშლიანსკის რაიონებზე თავდასხმისთვის 19 უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნა. თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე, 32 ადამიანი, მათ შორის 9 და 13 წლის ბავშვები.