აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სექსუალურ სკანდალში მხილებულ მილიარდერ, გარდაცვლილ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას მხარი დაუჭირა. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული დოკუმენტების გასაჯაროებას მხარი 427-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 1 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა რეზოლუცია განსახილველად სენატს გადაეგზავნა. კენჭისყრას წინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება უძღოდა. ტრამპმა კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს მოუწოდა, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებისთვის მიეცათ ხმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აზრი შეიცვალა, ფაილების გასაჯაროებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.