რას ემსახურება ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება - აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავენ პოლიტიკური მხარეები. მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებით, კორუფციასთან ბრძოლა უფრო ხარისხიანად წარიმართება. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, მათი განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო, საკუთარ რეალურ ფუნქციას ვერ ასრულებდა და ბიუროს გაუქმება მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილებას ემსახურება.