ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი - Palitra News

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი

2025-11-19 09:11:48+04:00

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და გათავისუფლება მოითხოვეს, პროკურატურა კი მისთვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.

სხდომას თავად ამაღლობელიც ესწრებოდა. მან სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა - როგორც ამაღლობელმა განაცხადა, მას პატიმრობა არ აშინებს.