ევროკავშირის გაფრთოების ფორუმი საქართველოს გარეშე გაიმართა. „ქართული ოცნების“ წევრები აღნიშნულ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ევროპელი პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები შეამცირა, ამის მიზეზად კი ისინი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ასახელებენ. ამ საკითხს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც გამოეხმაურნენ - როგორც ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საბოლოოდ შეწყდა. სახელისუფლებო გუნდი კი რიტორიკას არ იცვლის და აცხადებს, რომ ბრიუსელმა დიალოგის ნაცვლად დაპირისპირების გზა აირჩია.