მზადება 28 ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის გრძელდება - Palitra News

მზადება 28 ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის გრძელდება

2025-11-18 20:33:21+04:00

მზადება 28 ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის გრძელდება. მომიტინგეები თბილისის ცენტრში საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ და ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ადამიანები, რომლებიც აქციაში მონაწილეობას გეგმავენ, ამბობენ რომ გასული წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ წავიდა და ევროინტეგრაციაზე საკუთარი ნებით თქვა უარი. საპროტესტო მარშს სამოქალაქო აქტივისტების გარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უერთდებიან.