ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დოკუმენტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეზოლუციის ავტორები საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ გამოიყენონ ყველა ის საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ფინანსურად შეზღუდავს და კორუფციული ფული გამოყენების საშუალებას არ მისცემს. სამთავრობო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ეუთოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება და ოპონენტები ეუთო-ს სახელს საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებენ.