ნაბიჯი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისკენ თუ საერთაშორისო იზოლაციისკენ? - ანტიკორუფციული ბიუროს 2026 წლის პირველი იანვრიდან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებამ მოსაზრებები ორად გაყო. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებს სხვადასხვა უწყებები, მათ შორის სუსი, პროკურატურა და აუდიტის სამსახური შეითავსებენ. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროცესები უფრო სწორად იქნება მართული. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, მათი განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო, საკუთარ რეალურ ფუნქციას არ ასრულებდა დაამ შემთხვევაში ბიუროს გაქმება ემსახურება ძალაუფლების გადანაწილებას იმგვარად, რომ კონკრეტულმა ჯგუფმა რეპრესიები უფრო ეფექტურად განახორციელონ.