რატომ არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" წევრები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე და რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს - Palitra News

რატომ არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" წევრები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე და რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს

2025-11-18 15:36:40+04:00

ევროკავშირის გაფართოების ფორუმი დღეს საქართველოს გარეშე ჩაივლის - "ქართული ოცნების" წევრები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ევროპელი ლიდერების განმარტებით, ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები შეამცირა. მიზეზად ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას ასახელებენ. ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზეც იმსჯელებენ. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ ბრიუსელმა დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციის გზა აირჩია.