უცხოური მედიის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი. ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში წერს, რომ აღნიშნული ვარიანტების გაერთიანებაც შესაძლებელია.წერილის თანახმად, 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროება 140 მილიარდ ევრომდე შეადგენს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელ ლიდერებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა, კერძოდ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრამდე.