საქართველოს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნო.
გივი მიქანაძე ინსტიტუტის პრეზიდენტ იე ჭიჟუეისა და კანცლერ ხე სინგჩუნს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხებიგანიხილა.
საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. მისი თქმით, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნის ურთიერთგაზიარება ხელს უწყობს სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათშორის, სიმულაციური სწავლების ინტეგრირებას.