უკვე 21 დღეა პარლამენტთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე და კიდევ 4 მოქალაქე შიმშილობს. დემონსტრანტების განცხადებით, ისინი თავს მხნედ გრძნობენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დემონსტრაციებზე დაპატიმრებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვიტარიამ, ვახტანგ მაჭავარიანმა, დავით ჭელიძემ და კახა ელიოზიშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა რუსთაველის გამზირზე 28 ოქტომბერს დაიწყეს.