ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა - რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებები - Palitra News

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა - რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებები

2025-11-18 12:28:24+04:00

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა. ევროკავშირის საბჭომ საბოლოო თანხმობა მისცა განახლებულ მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს. აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირს იმის საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, როდესაც უვიზო მიმოსვლას ბოროტად გამოიყენებენ ან ევროკავშირის ინტერესებს დაუპირისპირდებიან. უვიზო მიმოსვლის საწყისი შეჩერების მექანიზმი, მოქმედი 9 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს. ქართული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი მექანიზმი უფრო რეალურს ხდის სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც, მათივე განცხადებით, დემოკრატიის ჩახშობაში არიან მხილებულნი. კიდევ რას ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილებები და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით