14 ნოემბერს, "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის დღეები გაიხსნა ღონისძიებით "ირაკლი გაგნიძე - წიგნის ადამიანი", სადაც ქართული გამომცემლობების დამფუძნებლებმა და მენეჯერებმა ისაუბრეს "ბიბლუსის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის, უდიდეს წვლილზე, რომელიც მან საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეიტანა.