უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბერესტინი რაკეტებით დაბომბა, დაიღუპა 17 წლის გოგონა, არიან დაშავებულები. 17 წლის გოგონა, რომელიც ბერესტინზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით,დაშავებულია 9 ადამიანი. დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია.