გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით. რეზოლუციას მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „სამშვიდობო საბჭოში“, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც გარდამავალი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ღაზის რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ აღდგენას. ის ასევე ამტკიცებს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღაზის დემილიტარიზაციის პროცესს, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით. ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა რეზოლუციის დანართის სახით არის თანდართული.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და პირობა დადო, რომ ღაზის დემილიტარიზაციას მარტივი ან რთული გზით მოახდენს.