მომავალი წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება და ამ უწყებების ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ამასთანავე, კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით სახელმწიფო მმართველობის სისტემას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოს შეუსაბამებს და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციასა და სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას შეძლებს.