შალვა პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე - არსებული რეგულაციებით ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, რომ საქართველო დასაჯონ, ამიტომ ბრიუსელი ცდილობს, რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე - არსებული რეგულაციებით ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, რომ საქართველო დასაჯონ, ამიტომ ბრიუსელი ცდილობს, რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს

2025-11-17 15:42:08+04:00

ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე დღეს უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედების საკითხს განიხილავენ. ევროპარლამენტის მიერ უკვე მხარდაჭერილია კანონპროექტი, რომელიც რომელიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას გაამარტივებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. ქართველი ოპოზიცონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, ერთ -ერთი პირველი ქვეყანა რომელსაც აღნიშნული კანონმდებლობა შეეხება საქართველო იქნება. "ქართული ოცნების" შეფასებით, ბრიუსელი ცდილობს, რეგულაციები ცალკეულ ქვეყნებს მოარგოს და ქართველი ხალხი იმის გამო დასაჯოს და საქართველის ხელისუფლბამ ბრიუსელს საკუთარი ფინანსების გასაჯაროვება მოსთხოვა.