საქართველოს ხელისუფლება ქართველი ემიგრნატებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის -  რა საფრთხეებს ხედავს ოპოზიცია? - Palitra News

საქართველოს ხელისუფლება ქართველი ემიგრნატებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის -  რა საფრთხეებს ხედავს ოპოზიცია?

2025-11-17 15:36:38+04:00

საქართველოს ხელისუფლება ქართველი ემიგრნატებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის - მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. აქამდე მსგავსი მიდგომა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში არსებობდა. "ქართულ ოცნებაში" განმატავენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება ექნება, თუმცა ერთი პირობით - მათ ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში მოუწევთ. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ცვლილებით უცხოური ჩარევის პრევენციას შეეცდებიან. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი და სომხეთი. რა საფრთხეებს ხედავს ოპოზიცია?