საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის პატიმრობასთან სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის პატიმრობასთან სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა

2025-11-17 12:32:35+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობასთან სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა. ახალ საჩივარში საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით პატიმრობაზე, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ უკანონოდ გამოიყენეს და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს.