როგორია 28 ნოემბრის აქციის დღის წესრიგი, ვინ უერთდება საპროტესტო მსვლელობას? - Palitra News

როგორია 28 ნოემბრის აქციის დღის წესრიგი, ვინ უერთდება საპროტესტო მსვლელობას?

2025-11-17 12:27:26+04:00

28 ნოემბერს ერთი წელი სრულდება, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. სიმბოლურად თარიღს მოქალაქეთა ნაწილი კვლავ საპროტესტო აქციით შეხვდება. 28 ნოემბერს, 19 საათზე მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ განაგრძობენ ბრძოლას ქვეყნის ევროპული კურსის შესანარჩუნებლად. საპროტესტო აქციას უერთდება ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის". დაგეგმილ დემონსტრაციაზე მისვლას არ აპირებენ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრები. „ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ - დღეს საქმის კეთების დროასალომე “ - აცხადებენ გახარიას პარტიაში.