უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-17 12:23:46+04:00

უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება - დღეს ამ საკითხს ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე განიხილავენ. ევროპარლამენტმა მანამდე მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. ევროპელი ლიდერების თქმით, მოდერნიზებული შეჩერების მექანიზმით, ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეეძლება შეზღუდვები მიმართოს მთავრობის ოფიციალური პირების ან სხვა ჯგუფებისკენ. შესაძლოა თუ არა კანონმდებლობა საქართველოს ხელისუფლების პირებს შეეხოთ? რა ვარაუდებს გამოთქვამენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში?