ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს - Palitra News

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს

2025-11-17 09:16:46+04:00

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს - საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნების“ კრიტიკული განცხადებები გერმანიის ელჩის მისამართით ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის დამღუპველია. ხელისუფლება კონსულტაციებიდან დაბრუნებულ ელჩ პეტერ ფიშერს რუსთაველის გამზირზე გამოჩენის გამო აკრიტიკებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დიპლომატის კრიტიკა, გერმანიის მთავრობაზე თავდასხმის ტოლფასია, რადგან მათი აზრით, ელჩს საზოგადოების ყველა სეგმენტთან უნდა შეეძლოს საუაბრი.