რუსებმა ქალაქ ბალაკლიას რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა - 10 - Palitra News

რუსებმა ქალაქ ბალაკლიას რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა - 10

2025-11-17 08:52:54+04:00

რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლია დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ შენობებზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ყველა სამსახურია მობილიზებული“, - განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კარაბანოვმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა - 10. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.