ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან, ვიზის შეჩერების შესახებ ანგარიშამდე - Palitra News

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან, ვიზის შეჩერების შესახებ ანგარიშამდე

2025-11-15 20:04:16+04:00

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან, ვიზის შეჩერების შესახებ ანგარიშამდე. დოკუმენტის შინაარსი 1 თვეში გახდება ცნობილი. ახალი მექანიზმი, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა, ყველა ქვეყნას შეეხება, რომლებიც უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ, მათ შორის, საქართველოსაც. მექანიზმი ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს, უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყანას, სავიზო მოთხოვნები ხელახლა დაუწესოს. ვიდრე გამარტივებული მექანიზმი ძალაში შევა, მანამდე, მინისტრებმა შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ. შესაძლოა თუ არა, საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყოს, რომლის წინააღმდეგაც, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, უცნობია. როგორც ცნობილია, მსჯელობა დეკემბერში შედგება. ისტორიული მონაპოვარის დაკარგვის საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. ხელისუფლება ოპონენტებს ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებს, ბრალდებებს უარყოფენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.