საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა

2025-11-15 13:28:21+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებაზე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინური ენის სწავლების განვითარების კუთხით საქართველოში ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისთვის და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვა.