საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის, შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი. საქმე ეხება კომერციული მოსყიდვის, კერძოდ, ქ. თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, შპს „ჰერმესის“ თანამშრომლის მიერ თანხის სანაცვლოდ, საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტს. 2025 წლის 3 და 5 ნოემბერს მოქალაქემ ბრალდებულს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2100 ლარის ოდენობით. 2025 წლის 14 ნოემბერს სასაფლაოს ზედამხედველმა პირმა ხსენებულ მოქალაქეს გადასცა საფლავის მოწმობა და გამოართვა თანხის დარჩენილი ნაწილი - 2500 ლარი. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.