1 წელი საქართველოს მთავრობის მეთაურის ცნობილი განცხადებიდან - გასული წლის, 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. თარიღთან დაკავშირებით დემონსტრანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მოაწყობენ. აქციის მონაწილეთა სურვილია, ევროპული კურსისადმი საკუთარი ერთგულება გამოხატონ. საპროტესტო აქციას უერთდება ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის. ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ პარლამენტის წინ მყოფი მოშიმშილეებიც. ამ რიგებში, არ იქნებიან გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრები. როგორც აღინიშნა, აქციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ.