უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით წერს. მისი ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე, 4 ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს შენობას მოხვდა. მისი თქმით, მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები. ამავდროულად, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის საწყობი და სანაპირო ობიექტები დაზიანდა. რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის რეგიონების თავზე 216 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.