აშშ-ის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ 29 ოქტომბერს აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო ხომალდი აღმოაჩინეს. უცხოური მედია აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ვიშნიას“ კლასის სადაზვერვო ხომალდი „კარელია“ ოაჰუდან სამხრეთით დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა. აშშ-ის სანაპირო ძალის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლები მუდმივად აკონტროლებენ ქვეყნის საზღვრებთან ასებულ აქტივობებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.