გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა - საქმე ეხება როგორც სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული საგუშაგოს ეპიზოდს, ასევე 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნულ საკითხს ექსპრემიერი გერმანიიდან გამოეხმაურა - ის წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს. ექსპრემიერის ადვოკატი არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს. რა ეტაპზეა სამართალწარმოება და როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები.