ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების შედეგად ამოღებულია 150 000 კოლოფი „FARGO“-სა და „MILANO“-ს დასახელების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690 000 ლარს აღემატება. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ითვალისწინებს.