სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია - Palitra News

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

2025-11-14 12:35:59+04:00

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ. აუდიენცია დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის მთავრობის მეთაურთან. ვიზიტის ფარგლებში, დომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.