ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და გახარია საქართველოსთვის ლიდერ, გიორგი გახარიას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ახლა უკვე ბრალდებულის სტატუსი აქვს. აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ყოფილ პრემიერს დაუსწრებლად შეეფარდა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მის მიმართ სისხლისამართლებრივ დევნას გერმანიიდან ეხმაურება. გახარია წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს. მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესებმა ბოიკოტის შეწყვეტისა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის სისწორე კიდევ ერთხელ დაადასტურა. ბრალს არ ეთანხმებიან არც უფლებადამცველები. ბერდია სიჭინავას თქმით, საქმეში ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელიც ობიექტურ პირს გიორგი გახარიას ბრალეულობაში რაიმე ფორმით დაარწმუნებდა, არ არსებობს. ექსპრემიერის ინტერესების დამცველი არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს. ე.წ 20 ივნისის საქმე და ჩორჩანას ეპიზოდი, რა ეტაპზეა სამართალწარმოება და როგორია პოლიტიკური შეფასებები?!