2025 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 155 187 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10% ის არის გაზრდილი - Palitra News

2025 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 155 187 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10% ის არის გაზრდილი

2025-11-14 09:20:30+04:00

2025 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 155 187 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10% ის არის გაზრდილი.

პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სათაფლია და წალკის კანიონი ის დაცული ტერიტორიებია, რომლებსაც 2025 წლის 10 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. 10%-ით გაიზარდა უცხოელი ვიზიტორებისრაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის ზრდად ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა მატების ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებულია სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვასთან, რაც ვიზიტორებისთვის კომფორტულ და მრავალფეროვან გამოცდილებას ქმნის.