ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-14 09:18:32+04:00

პოლიტიკური შეფასებების თემაა ექსპრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან 1280 დღის შემდეგ რუსთავის ნომერ მე-12 პენტიენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოპოზიციის ერთი ნაწილის აზრით, ეს წინასწარ გაწერილი რეპრესიული სცენარის გაგრძელებაა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ "ქართული ოცნება" ამ გზით მნიშვნელოვანი საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე ცდილობს. თავის მხრივ, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მან სასჯელის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა განაგრძოს. ციხეში დაბრუნების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა პირველი წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ ციხეში გაუფრთხილებლად, იმ ადამიანების გარემოცვაში გადაიყვანეს, რომლებმაც, მისივე სიტყვებით, ის 2022 წელს მოწამლეს.