რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი - Palitra News

რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, დაშავდა 24 ადამიანი

2025-11-14 08:50:12+04:00

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდასხმას წინ უძღოდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადება, რაც გამოწვეული იყო რუსული MiG-31K გამანადგურებლების აფრენით.