კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს - Palitra News

კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

2025-11-13 15:37:40+04:00

კანადის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების, კერძოდ, დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა გამოაცხადა. სანქციების სიაში დამატებულია 13 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი, მათ შორის არიან ისინიც, ვინც რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატის პროგრამის შემუშავებასა და განლაგებაში იყვნენ ჩართული.ასევე, სანქციების განახლებულ სიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100 გემიც შეყვანილია.