უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დაიწყო - Palitra News

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დაიწყო

2025-11-13 15:36:30+04:00

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დაიწყო. სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიმართა. დამსწრე საზოგადოებას სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინეს.„დიდგორი 2025“-ის გახსნის ცერემონია სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. სწავლებაში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი.