ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს - ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - Palitra News

ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს - ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

2025-11-13 15:32:45+04:00

თითქმის 4 წლიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სასჯელის მოხდას რუსთავის ციხეში გააგრძელებს. პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, ექსპრეზიდენტი პირველ წერილსაც აქვეყენებს, სადაც აღნიშნავს, რომ ციხეში გაუფრთხილებლად, იმ ადამიანების გარემოცვაში გადაიყვანეს, რომლებმაც მისივე სიტყვებით, 2022 წელს მოწამლეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ისე მისი თანაგუნდელებიც, მიიჩნევენ რომ გადაწყვეტილება რუსეთთან შეთანხმებული, პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. ექსპრეზიდენტს 4 საქმეზე განაჩენი აქვს გამოტანილი.