თინა ბოკუჩავა - ევროპის, პრაქტიკულად, ყველა დედაქალაქი მოვიარე, რათა პარტნიორებს ვეხვეწოთ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმონ - თუ ასინეთა მდინარაძეს ერთი მტკიცებულება მაინც აქვს, სადაც საპირისპიროს ვამბობ, წარმოადგინოს - Palitra News

თინა ბოკუჩავა - ევროპის, პრაქტიკულად, ყველა დედაქალაქი მოვიარე, რათა პარტნიორებს ვეხვეწოთ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმონ - თუ ასინეთა მდინარაძეს ერთი მტკიცებულება მაინც აქვს, სადაც საპირისპიროს ვამბობ, წარმოადგინოს

2025-11-13 15:27:16+04:00

ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი მიიღო. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ბერკეტს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, თუ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეუჩერდებათ?! - ზუსტი პასუხი ჯერჯერობით უცნობია. კონკრეტული გადაწყვეტილება, წევრმა სახელმწიფოებმა დეკემბერში, ვიზის შეჩერების მექანიზმზე მომზადებული ანგარიშის განხილვის შემდეგ უნდა მიიღონ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, შედეგი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს, თუმცა იქვე დასძენენ რომ პარტნიორებთან კომუნიკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის იმუშავეს. მმართველი გუნდის აზრით, ბრიუსელი საკითხს შანტაჟისთვის იყენებს.