როგორია გიორგი გახარიას საქმეზე პოლიტიკური შეფასებები და რა პოზიცია აქვთ უფლებადამცველებს - Palitra News

როგორია გიორგი გახარიას საქმეზე პოლიტიკური შეფასებები და რა პოზიცია აქვთ უფლებადამცველებს

2025-11-13 15:25:42+04:00

სასამართლო ექსპრემიერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდებული გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, ბრალის დადგენილება კი მისმა ინტერესების დამცველებმა ჩაიბარეს. სისხლისამართლებრივი დევნა ყოფილი შინაგან საქმეთა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ე.წ 20 ივნისის საქმესა და ჩორჩანას ეპიზოდზეა აღძრული. გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ედავებიან. მმართველი პარტია, ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ღალატში და უცხო ქვეყნის მითითებით მოქმედებაში ადანაშაულებს. "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრები კი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ და დასძენენ რომ სახეზეა "ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიება. თავად გიორგი გახარიას საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. რა პოზიცია აქვთ უფლებადამცველებს და როგორია საკითხზე პოლიტიკური შეფასებები?!