რუსეთის მთავრობამ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეებისთვის შიდა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი გაამარტივა - Palitra News

რუსეთის მთავრობამ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეებისთვის შიდა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი გაამარტივა

2025-11-13 12:27:55+04:00

რუსეთის მთავრობამ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეებისთვის შიდა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი გაამარტივა. რუსული მედია იუწყება, რომ ახალი წესდების მიხედვით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მაცხოვრებლებს აღარ სჭირდებათ რუსეთში ჩასვლა პირველად რუსული პასპორტის მისაღებად, ან გასაახლებლად. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიებზე განლაგდებიან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დროებითი ჯგუფები, რომლებიც რუსული პასპორტების გაცემასთან ან განახლებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოაგვარებენ.