პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა, ქობულეთში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 2010 წელს დაბადებულ პირს ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე, ამასთან, ერთ-ერთმა პოირმა არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.