ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-11-13 12:26:03+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ის. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.