თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის ცნობილი არ ყოფილა, მხოლოდ ახლა შევიდა მასთან ადვოკატი - ესეც უმძიმესი პროცესუალური დარღვევაა - Palitra News

თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის ცნობილი არ ყოფილა, მხოლოდ ახლა შევიდა მასთან ადვოკატი - ესეც უმძიმესი პროცესუალური დარღვევაა

2025-11-13 12:16:09+04:00

კლინიკა ვივამედში თითქმის ოთხლიანი სამედიცინო მომსახურების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ის სასჯელის მოხდას საერთო წესით გააგრძელებს. პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის "ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას სტაციონარული მკურნალობა" აღარ ესაჭიროება და სწორედ ამიტომ კლინიკიდან გაწერეს. დღეს ჯანდაცვის მინიტრმა მიხეილ სარჯველამ დასძინა, რომ მსჯავრდებული პირი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს საპატიმრო დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს და ვერავინ ამის საპირისპირო არგუმენტს ვერ დაასახელებს. სააკაშვილის თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ვლადიმერ პუტინის დაკვეთას ასრულებს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგძელებენ.