„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ - Palitra News

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

2025-11-13 09:07:18+04:00

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.მინისტრების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადეს,რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ „დიდი შვიდეული“ ზრდის რუსეთისთვის ეკონომიკურ ხარჯებს და იკვლევს ზომებს იმ ქვეყნებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს საომარი ძალისხმევის დაფინანსებაში.