ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გახსნილ კორუფციულ დანაშაულზე პირველი კომენტარი გააკეთა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გახსნილ კორუფციულ დანაშაულზე პირველი კომენტარი გააკეთა

2025-11-13 09:06:47+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გახსნილ კორუფციულ დანაშაულზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს მიუღებელია და ამიერიდან ყველაფერი „სამართლებრივი ჩარჩოების“ მიხედვით უნდა წარიმართოს.უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია გაავცელა. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში, ჩხრეკა ჩაატარეს. თანამდებობა დატოვეს იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებმა . კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი ტიმურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.